2019-04-10

ჟურნალისტი შორენა მარსაგიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ კომბოსტოს გაძვირების მიზეზით, უფასო სასადილოების ბენეფიციარებს, ბორშს კომბოსტოს გარეშე აჭმევენ. 

"უფასო სასადილოებში კვირაში ერთხელ აძლევენ ბენეფიციარებს ბორშს. ამას წინებზე დავწერე, რომ ჩკალოვის ქუჩაზე მდებარე უფასო სასადილოში კარგა ხანია ბორშს კომბოსტოს გარეშე ამზადებენ. ბენეფიციარებს ეუბნებიაბ, რომ კომბოსტო გაძვირდა და მადლობა თქვან, რომ საერთოდ რამეს აჭმევენ. მეგონა რომ ამ ამბის გახმაურების შემდეგ რამე შეიცვლებოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად. გუშინ, 9 აპრილსაც (სამშაბათია ბორშის დღე) ბორში კომბოსტოს გარეშე იყო. არც მწვანილი ჰქონდა, მხოლოდ ცოტა კარტოფილი ჩააყარეს. ამ საოცნებო ბორშის ფოტოსაც შემოგთავაზებთ. ალბათ არც ახლა შეიცვლება რამე. მინდა რომ იმ ადამიანებს მოუწიოთ ასეთი საკვების იმედად დარჩენა, ვინც გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე ჯიბეებს ისქელებს", - წერს მარსაგიშვილი.

აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფენ ისნის გამგეობაში. 

"გამორიცხულია მსგავსი ფაქტი მომხდარიყო, რადგან ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურ მონიტორინგს ახორციელებენ და ყველაფერი მოწმდება. არსებობს კამერები, რომელიც იწერს იქ არსებულ მდგომარეობას. ფოტო, რომელიც გამოქვეყნდა, რეალობას არ შეესაბამება", - აცხადებენ გამგეობაში. 

საზოგადოება