ვის ეხება:
• ყველა დასაქმებულს გარდა არარეზიდენტი ან/და მუდმივი ბინადრობის არმქონე პირებისა
სავალდებულოა:
• დასაქმებული ვინც კანონის ამოქმედების თარიღზე (2018 წლის 6 აგვისტო) არ იყო 40 წლის
ნებაყოფლობითია:
• ყველა დანარჩენი დასაქმებულისთვის და თვითდასაქმებულისთვის
ავტომატურად ერთვებიან გასვლის უფლებით:
• დასაქმებული 40 -დან 55-წლამდე ქალბატონი და 60-წლამდე მამაკაცი
რეფორმის საშუალო და გრძელვადიანი სარგებელი:
ღირსეული ცხოვრება საპენსიო ასაკში;
სიღარიბის დაძლევა;
მასშტაბური საინვესტიციო კაპიტალის ბაზის შექმნა;
ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარება;
მძლავრი სტიმული ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის;
ახალი სამუშაო ადგილები
გაზრდილი შემოსავლები.
ძირითადი გზავნილები:
1. 1000 ლარი დარიცხული ხელფასიდან ზოგავთ განკარგვად 16 ლარს და გიგროვდებათ - 60 ლარი - „ოთხმაგი“
2. 275% მომენტალური ამონაგები ურისკო „ინვესტიციაზე“;
3. 20 წლის დასაქმებული საწყისი 1000 ლარიანი ხელფასით, საპენსიო ასაკამდე 400,000 ლარზე მეტს დააგროვებს - კონსერვატიული შეფასებით;
4. საპენსიო დანაზოგები ინვესტირდება კეთილსაიმედო ფინანსურ ინსტრუმენტებში და დაერიცხება დამატებით მინიმუმმ 8-10% წლიური სარგებელი;
5. ინვესტიციები განხორციელდება გამოცდილი, მათ შორის, უცხოელი პროფესიონალების მიერ;
6. საინვესტიციო პროცესი გაკონტროლდება დამოუკიდებელი მაღალ-პროფესიული რისკის კონტროლის სტრუქტურის მიერ;
7. კანონით: საპენსიო დანაზოგები წარმოადგენენ თქვენს ყველაზე უფრო დაცულ აქტივებს, უფრო დაცულს, ვიდრე თქვენი სახლი, ავტომობილი, ფული ბანკში - საპენსიო დანაზოგებზე არ ვრცელდება არანაირი აღსრულების მექანიზმები - ვისი ვალიც არ უნდა გქონდეთ - ბანკის, სახელმწიფოს, ნებისმიერი სხვა სუბიექტის;
8. დღეს ბანკში დანაზოგის შენახვა აღარ არის წარსული მძიმე გამოცდილებიდან მომდინარე რისკის განცდებთან ასოცირებული;
9. საპენსიო დანაზოგები კანონით უფრო დაცულია ვიდრე ბანკში არსებული დანაზოგები;
10. საპენსიო სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია საპენსიო შენატანების მიღებაზე, ადმინისტრირებაზე, ინვესტიციებზე და რისკების კონტოროლზე, შექმნილია საუკეთესო დასავლური სტანდარტების შესაბამისად;
11. დაგროვებითი საპენსიო შენატანები უზრუნველყოფენ პირველად ქვეყნის ისტორიაში მასშტაბური საინევსტიციო კაპიტალის ბაზის შექმნას - შედეგად განვითარდება კაპიტალის ბაზარი, ეკონომიკის ზრდა დაჩქარდება მინიმუმ 4-5%-ით, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, გაიზრდება ხელფასები და სოციალური შემწეობები - ყველა ეს სიკეთე აისახება ჩვენს მოქალაქეზე მიუხედავად იმისა მონაწილეობენ დაგროვებით საპენსიო სქემაში თუ არა;
12. არავინ კამათობს, რომ საპენსიო რეფორმა გაცილებით უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო;
13. ევროკავშირის და სხვა განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყნებში დაგროვებითი საპენსიო სქემები წარმატებით ფუნქციონირებს. ჩვენგან განსხვავებით, იქ სავალდებულო შენატანები 8-10%-იდან იწყება და სახელმწიფო კონტრიბუცია არ ხდება;
14. დამსაქმებლის სავალდებულო შენატანი საგადასახადო ეფექტის გათვალისწინებით მხოლოდ დარიცხული ხელფასის 1.6%-ია, რაც საერთო ხარჯების დაახლოებით 0.5-1.0%-ია და არ წარმოადგენს არსებით ფინანსურ ტვირთს, მაშინ როდესაც დამსაქმებელი სანაცვლოდ გაცილებით უფრო ღირებულ სიკეთეებს ღებულობს - მოტივირებული და უფრო პროდუქტიული დასაქმებული, იაფ და გრძელვადიან კაპიტალზე წვდომის შესაძლებლობა მოქნილ პირობებზე და საერთო ეკონომიკური აღმავლობის სიკეთეები;
სად გროვდება თანხა
ამ ეტაპზე, საპენსიო დანაზოგები განთავსებულია ნომინალური მფლობელობის მიმდინარე საბანკო ანგარიშებზე და ერიცხება სარგებელი 5 დან 8.5%-მდე, ასევე ნაწილი განთავსებულია სააგენტოს ანგარიშებზე ეროვნულ ბანკში და ერიცხება 6.75% წლიური სარგებელი. პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. საკმარისად დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელის შესაქმნელად საჭიროა უფრო მეტი თანხის აკუმულირება. საინვესტიციო საბჭო და რისკის კონტროლის სტრუქტურა შეიქმნება და საინვესტიციო პროცესი დაიწყება, მაშინ როდესაც იქნება საკმარისი თანხა. ამჟამად მიმდინარეობს საინვესტიციო საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი.
საპენსიო დანაზოგების სახით, შეიქმნება საქართველოში უპრეცედენტო კაპიტალის ბაზა, რომელიც განავითარებს კაპიტალის ბაზარს. ამ ეტაპზე, საქართველოში არის ისეთი კეთილსაიმედო ფინანსური ინსტრუმენტები, რომ შეიქმნას დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელი: საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ლარში გამოშვებული ობლიგაციები (მაგალითად, EBRD, IFC და სხვები), არის კარგი ხარისხის ქართული კორპორატიული ობლიგაციებიც, მათ შორის ქართული კომპანიების ევროობლიგაციების ნაწილი შეიძლება ადგილობრივი ობლიგაციებით ჩანაცვლდეს. საინვესტიციო კაპიტალის არსებობა წაახალისებს წამყვან კომპანიებს
საქართველოში განახორციელონ კეთილსაიმედო ფინანსური ინსტრუმენტების ემისია (მოთხოვნა ლატენტურია - იქნება ფული, იქნება ინსტრუმენტებიც).
საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ თითოეულ მოქალაქეს დარიცხული ხელფასიდან ეზოგება 2%, ხოლო დამსაქმებელი და სახელმწიფო უმატებს 2-2%-ს. ეს არის დაახლოებით 300% უპრეცედენტო მომენტალური ამონაგები ურისკო ინვესტიციაზე, ყოველთვიურად. საშუალო ხელფასიანი პიროვნება, საპენსიო ასაკში მიიღებს პენსიას ჯამში 300,000 ლარის ოდენობით. საპენსიო დანაზოგი მოქალაქისთვის ყველაზე დაცულ აქტივს წარმოადგენს, რომელზეც არ ვრცელდება არანაირი აღსრულება, სხვა ნებისმეირ აქტივთან შედარებით, როგორც არის სახლი, ავტომობილი, ფული ბანკში. დაგროვებითი საპენსიო სქემა წარმატებით მოქმედებს ევროგაერთაინების ყველა ქვეყანაში და განვითარებად ქვეყნებშიც, სადაც მონაწილეობა სავალდებულოა.
მხარდაჭერა
საქართველოში რეფორმის ამ ფორმით განხორციელებას მხარს უჭერს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, საფრანგეთის განვითარების სააგენტო და სხვები. ამ ეტაპზე, საქართველოში რეფორმის იმპლემენტაცია წარმატებით მიმდინარეობს, გაწევრიანებულია 667,000-მდე პირი, 47,000-მდე კერძო კომპანია და საპენსიო დანაზოგების სახით მობილიზებულია 117 მილიონი ლარი. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ რეფორმის უპრეცედენტო სიკეთეებს, როგორც თითოეული მონაწილისთვის ისე სრულიად საქართველოსთვის გაათვიცნობიერებენ ჩვენი მოქალაქეები და გააგრძელებენ დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწიელობას.