2019-05-23

საპენსიო ჯილდოს მიღების სურვილი უკვე რამდენიმე ათასმა მასწავლებელმა გამოთქვა.

ამის შესახებ სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

“ერთი კვირაა რაც მასწავლებლების გამოცდებთან დაკავშირებით სიახლეების შესახებ განვაცხადეთ და უკვე 20 ათასი მსურველი დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდებისთვის, ხოლო ჯილდოს მიმართულებით უკვე რამდენიმე ათასი მსურველია, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საპენსიო ასაკის მხოლოდ პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგებს, პროფესიიდან გასვლის შემთხვევაში, განათლების სამინისტრო გარკვეულ პრივილეგიებს შესთავაზებს. საუბარია 2 წლის ანაზღაურების წინასწარ გადახდასა და სიცოცხლის ბოლომდე ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტის შენარჩუნებაზე.

 

განათლება