2019-03-13

„საქართველო უახლოეს მომავალში გახდება ქვეყანა, რომლის ეკონომიკაშიც წამყვანი ძალა განათლება და ცოდნა იქნება", - ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა მრჩეველმა პროფესორმა ჯეფრი დევიდ საქსმა თსუ-ს სტუდენტებისა და პროფესორებისთვის საჯარო ლექციაზე განაცხადა.

მან განათლების მიმართულებით მთავრობის ახალი ინიციატივა - მშპ-ს 6 %-ით განათლების დაფინანსების საკითხი შეაფასა.

„საქართველო უახლოეს მომავალში გახდება ქვეყანა, რომლის ეკონომიკაშიც წამყვანი ძალა განათლება და ცოდნა იქნება. საქართველოს უკვე სტუმრობს უამრავი ტურისტი, გარდა ამისა ქვეყანაში მაღალ დონეზეა განვითარებული ჯანდაცვის სისტემა და საფინანსო სექტორი. მთავრობის ახალი მიდგომა - ქვეყნის შემოსავლების დიდი ნაწილი მოხმარდეს განათლებას, არის ის გზა, სწორი გზა, რომელიც ქვეყანაში საგანმანათლებლო სექტორს ზუსტად ისეთივე მოწინავე დარგად აქცევს, როგორც ჯანდაცვას და ტურიზმს. ძალიან მიხარია, რომ მთავრობა სწორედ ამ გზით წავიდა და ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმ ცვლილებების მიმართ, რასაც ეს საქართველოს მოუტანს”

 

განათლება