2018-05-01

"ეს ბებო გეცოდინებათ. მოვიდა, ქენონი ჯობს თუ ნიკონიო. ნიკონი მქონდაო, სანამ მუშაობდა ვიღებდიო, ჩემით ვამჟღავნებდი და ვბეჭდავდიო, მეჩითოვი და წიბახა ჩემი მეგობრები არიანო, 2008-ში ფოტოგრაფიას ვსწავლობდი კოლეჯშიო. მენატრება ფოტოგრაფიაო, ხანდახან ისეთ კარგ კადრებს ვხედავ, გული მწყდება რომ აღარ ვიღებო. ღიმილით ყვებოდა ყველაფერს, ძალიან დადებითი ადამიანი ჩანდა. წავიდა მერე. ზოგს ხელზე კოცნიდა ხურდას რომ მისცემდნენ, ზოგს კაი დიდხანს ლოცავდა".

 

ფოტოისტორიის ავტორი ირაკლი ბიგვავა

ბლოგი