2020-03-17

ბლოგერი მაგდა კონტრიკაძე კორონავირუსის თემას ეხმაურება და კორონავირუსისგან პოზიტივის მიღების რეცეპტს გვიზიარებს

თუკი ყველა წესს და მითითებას ზედმიწევნით იცავ! თვითიზოლაციაში ხარ და ჰიგიენის ნორმებს მიჰყვები! პირად კონტაქტებსაც მინიმუმამდე ზღუდავ, მუშაობ დისტანციურად და მიირთმევ იმუნიტეტს ასამაღლებელ საკვებს - ნუ გეშინია მეგობარო! იოლია თქვა - ნუ გეშინია! მაგრამ შინაგანად თრთის ორგანიზმი იმის გახსენებაზე, რომ შემდეგი შეიძლება შენ აღმოჩნდე. სცენარები და ფიქრები მოგიცავს, მართე ფიქრები, რადგან ეს გაუხმოვანებელი აზრები გვმართავს. ქვეცნობიერი შიშები დადებითი ემოციებით უნდა დავთრგუნოთ.

გთავაზობთ რამდენიმე დეტალს, რაც დაგვეხმარება "კორონას" სხვა კუთხით შევხედოთ:

1. გვეძლევა შვილებთან ერთად ყოფნის და მათი სითბოს შეგრძნების საშუალება

2. უნდა ვიზრუნოთ ოჯახზე და დავანახოთ ჩვენი უანგარო სიყვარული

3. მათთან ერთად წავიკითხოთ წიგნები და ვუყუროთ ფილმებს, ავინაზღაუროთ გამოტოვებული დღეები, როცა შვილებთან ყოფნა ფუფუნების ტოლფასი იყო

4. გამოვხატოთ ყურადღება ჩვენი ახლობლების მიმართ

5. გავცეთ და მივიღოთ დისტანციური ემოცია

6. დავდგეთ ერთმანეთის გვერდით და უფლისკენ ნდობით მივიხედოთ.

7. ასეთ შემთხვევებში ვხვდებით, რომ ჩვენი ცხოვრების უმთავრესი არსი სიცოცხლეა და ამაზე ღირებული სიმდიდრე არ არსებობს! ჩვენ სწორედ ახლა ამაზე დაფირების დრო გვეძლევა.

მივმართავ, კარანტინში მყოფ ყველა ადამიანს! მადლობა თქვენ! იმ შეგნებისთვის, რომელიც განსაცდელის დროს გამოიჩინეთ! თქვენ ამ დროის გმირები ხართ! თქვენ ახალი საქართველო უნდა შვათ! მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, დისტანციური სიყვარულის გამოხატვით, ეს გაუსაძლისი საათები, რომელსაც ოჯახებიდან შორს ატარებთ კიდევ ერთხელ საქმით დამტკიცებაა იმ დიდი პასუხისმგებლობის რასაც საზოგადოების წინაშე გრძნობთ. გმირება მარტო ის კი არ არის რასაც საზოგადოება გმირობის მასშტაბს აწებებს, გმირობა ახლა თქვენი ოთხ კედელში ჯდომაა! ჩვენ გადავრჩებით! თქვენ ეს შეძელით "ჩვენი დროის გმირებო!"

ბლოგი